понедельник, 11 апреля 2016 г.

მეცხრე დღე - ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგის ძირითადი თემა იყო "პროექტზე დაფუძვნებული სწავლება".
       სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებელმა სწორად მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია და სრულყოფილად წარმართოს  სასწავლო პროცესი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თავად ფლობდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.პროექტი- სასწავლო მეთოდებს შორის ყველაზე უკეთესად აჩვენებს მოსწავლეს, თუ სკოლაში მიღებული ცოდნა როგორ გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში, ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებას.მოსწავლეები გარკვეულად ორგანიზებულ ვითარებაში, დროში რეალურად ხედავენ თუ რას და რატომ იკვლევენ, აფასებენ საკუთარი  ცოდნის შედეგს.
  ინტელის ძირითადი  სასწავლო კურსი დიდ დახმარებას გვიწევს მასწავლებლებს თუ როგორ დავგეგმოთ, წარვმართოთ და შევაფასოთ სასწავლო პროექტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა ამ პროცესის წარმატებით წარმართვის არის ისტ-ის გამოყენება.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

среда, 6 апреля 2016 г.

მერვე დღე

  დღეს  გავეცანით  ფასილიტაციას  ტექნოლოგიებით, რომელშიც ვისაუბრეთ  ფასილიტაციის რესურსების  შექმნის, წარმატებული  სასწავლო  პროექტის  განხორციელების  შესახებ. გავეცანით  რეფლექსიის  დაწერის წესებს.
     განვიხილეთ  პროექტის  პორტფოლიოს  ჩვენებას, რომელშიც ვისაუბრეთ  პორტფოლიოს  შექმნის, ჩვენების , კურსის შეფასების  სესახებ.

понедельник, 4 апреля 2016 г.

მეშვიდე დღე

   დღეს  გავეცანით  მოსწავლეთა  პროექტების  შეფასებას. განვიხილეთ  შეფასების  სტრატეგიები. შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების  ფორმები.
   გავეცანით შეფასების ბიბლიოთეკას, რომელსაც  აქტიურად  გამოვიყენებ.

среда, 30 марта 2016 г.

მეექვსე დღე

დღეს გავეცანით სასწავლო ნიმუშების შექმნას. ვისაუბრეთ  საავტორო უფლებების დაცვის შესახებ.გავეცანით სპეციალიზებულ საძიებო რესურსებს. განვიხილეთ როგორ დაგეგმოს მოსწავლემ სავარაუდო ნაშრომი. შევადგინეთ საკუთარი პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.

понедельник, 28 марта 2016 г.

მეხუთე დღე

დღეს გავეცანით მასწავლებლის პორტფოლიოს შექმნას და ბლოგზე ატვირთვას. დღევანდელმა დღემაც წარმატებით ჩაიარა. ტრენერმა ყურადღებით უპასუხა ჩვენს კითხვებს.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია