среда, 30 марта 2016 г.

მეექვსე დღე

დღეს გავეცანით სასწავლო ნიმუშების შექმნას. ვისაუბრეთ  საავტორო უფლებების დაცვის შესახებ.გავეცანით სპეციალიზებულ საძიებო რესურსებს. განვიხილეთ როგორ დაგეგმოს მოსწავლემ სავარაუდო ნაშრომი. შევადგინეთ საკუთარი პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.

понедельник, 28 марта 2016 г.

მეხუთე დღე

დღეს გავეცანით მასწავლებლის პორტფოლიოს შექმნას და ბლოგზე ატვირთვას. დღევანდელმა დღემაც წარმატებით ჩაიარა. ტრენერმა ყურადღებით უპასუხა ჩვენს კითხვებს.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია


пятница, 25 марта 2016 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

     დღეს გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს: განმავითარებელი და შემაჯამებელი. განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ჩემი დაგეგმილი პროექტისათვის შევადგინე შეფასების განრიგი.
 შაბლონში შევიტანე ჩემი პროექტის შესაბამისი გეგმის მონაცემები.
 დავიწყეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის შევსება.

среда, 23 марта 2016 г.

სასწავლო პროექტის დაგეგმვა

  სასწავლო პროექტის ეფექტურად დაგეგმვისათვის  განვიხილეთ როგორ გამოვიყენოთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები და ინდიკატორები. ავღნიშნეთ, რომ სასწავლო მიზნები არ უნდა იყოს ფოკუსირებული ზოგად და ბუნდოვან აქტივობებზე. თემაზე მუშაობის დროს მიზნები უნდა იძლეოდეს დაკვირვებისა და შეფასების საშუალებას.
  გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, რომელიც მოიცავდა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
  ბოლოს გავეცანით აქტივობას: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემდეგ სახეებს: ზოგად კითხვებს, თემატურ კითხვებს  და შინაარსობრივ   კითხვებს. თითოეულ მათგანს გავეცანით დაწვრილებით.
 შევეცადეთ ჩვენი პროექტის ფქრგლებში შეგვედგინა შესაბამისი კითხვები.

მაგ:    მე ასე ჩამოვაყალიბე კითხვები.

ზოგადი კითხვა:
1. როგორ დაგეხმარებათ მათემატიკა გარემოს შეცნობაში?
2. სად შეიძლება შევხვდეთ თანმიმდევრობას და წესებს?
თემატური კითხვა:
1. როგორ ვიყენებთ ღირებულების საზომს?
2. როგორპი თანმიმდევრობით ვიყენებთ მოქმედებებს?
შინაარსობრივი კითხვა:
1.იცნობთ თუ არა სხვა ქვეყნების ღირებულების საზომ ერთეულებს?
2. რა მოქმედების შესრულება გვჭირდება მაღაზიაში სხვადასხვა საგნების ყიდვის დროს?

     დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის.

воскресенье, 20 марта 2016 г.

დღე მეორე



დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. გავეცანით  პროექტის ტიპებს. გავეცანით პუბლიკაციებს, რომელიც ახსნის პროექტების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში. დავიწყეთ მუშაობა მშობლებისთვის პუბლიკაციის მომზადება.
     დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისათვის.

ჩემი შთაბეჭდილებები

ჩემთვის  საინტერესოა პროექტზე მუშაობა. ჩემი  მოსწავლეების ძირითადი  პრობლემაა  ამოცანის  პირობის სწორად გააზრება. უჭირთ გაყოფა.